ახალი ამბები

რუსთავი 2- “ქართული ოცნების” დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

18 აპრილი, 2018 • 2337
რუსთავი 2- “ქართული ოცნების” დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

“ქართული ოცნების” დეპუტატები, ირაკლი აბუსერიძე და დავით მათიკაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2” და “მაესტრო” ავრცელებს ინფორმაციას.

ირაკლი აბუსერიძემ ჟურნალისტებთან უარყო დავით მათიკაშვილთან დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია. როგორც ის ამბობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან რაგბზე საუბრობდა. დაპირისპირებას უარყოფს დავით მათიკაშვილიც. მისი თქმით, ირაკლი აბუსერიძესთან სპორტზე ლაპარაკობდა.

“საუბარი სპორტს შეეხებოდა. არანაირ სახელმწიფო პოლიტიკაზე საუბარი არ ყოფილა. ამას მოჰყვა ხმამაღალი საუბარი. ჟურნალისტები რომ ამოვიდნენ, ეს ყველაფერი შეწყდა. მანდატურებმა ხმაური გაიგეს, გამოვიდნენ და ჩადგნენ შუაში, მე გავედი,”-აცხადებს დავით მათიკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი