თბილისის მერია 30 ჰიბრიდულ ჰიუნდაის ყიდულობს

თბილისის მერია 1 488 450 ლარად ჰიუნდაის მარკის 30 ჰიბრიდულ ავტომობილს ყიდულობს.

მერიამ ხელშეკრულება ავტომობილების შესაძენად “ჰიუნდაი ავტო საქართველოსთან” დადო. მერია ავტომობილებს 2018 წლის ბიუჯეტის სახსრებით ყიდულობს.

მოთხოვნების მიხედვით, მსუბუქი ავტომობილი უნდა იყოს ახალი, განბაჟებული და 2018 წელს გამოშვებული.

ავტომოიბლების შესაძენად მერიამ ტენდერი 2018 წლის 19 მარტს გამოაცხადა, კომპანიასთან ხელშეკრულება კი 16 აპრილს დადო. მოთხოვნის მიხედვით, შერეული წვის პირობებში, ავტომობილი 100 კმ–ზე 4 ლიტრზე მეტ საწვავს არ უნდა მოიხმარდეს.

“ჰიუნდაი ავტო საქართველო ჰიუნდაის ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორია. მერიასთან გაფორმებული პირობების მიხედვით, მან მერიას Hiundai Ioniq Hybrid-ის შეძენა შესთავაზა. საიტზე მითითებული მონაცემების მიხედვით, კომპანია ამ მოდელს 55 900 ლარად ყიდის, მერიას კი ერთ ასეთ ავტომობილს 49 615 ლარად სთავაზობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com