ახალი ამბები

სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში გამოსვლის ნაწილი დაიხურა

18 აპრილი, 2018 • 1437
სუს-ის ხელმძღვანელის პარლამენტში გამოსვლის ნაწილი დაიხურა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის პარლმანეტში გამოსვლის კითხვა-პასუხის ნაწილი დაიხურა. შესაბამისი წინადადება პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა დააყენა მას შემდეგ, რაც გომელაურმა ანგარიში წარადგინა.

კითხვა-პასუხის რეჟიმის დახურვის ინიციატივას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. მათი თქმით, საკომიტეტო მოსმენაზე, რომელიც ასევე დახურული იყო, უსაფრთხოების სამსახურს არავითარი საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია არ მიუწოდებია, შესაბამისად, სენსიტიური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მოტივით სხდომის დახურვა არც დღეს იყო მიზანშეწონილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი