ახალი ამბები

ეუთოს სადამკვირვებლო მისია ბაქრაძესა და ბურჯანაძეს შეხვდება

4 ნოემბერი, 2013 • • 1737
ეუთოს სადამკვირვებლო მისია ბაქრაძესა და ბურჯანაძეს შეხვდება

“ჩვენ ვხვდებთ მაღალი თანამდებობის პირებს და ვაჯამებთ სადამკვირვებლო მისიის მუშაობას არჩევნებზე. დღის მანძილზე დაგეგმილია შეხვედრები ბატონ ბაქრაძესთან და ბურჯანაძესთან. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობდით წინა ხელისუფლებასთან და იმედი გვაქვს, რომ ასეთი მუშაობა გაგრძელდება მომავალშიც,”- განაცხდა მეკაჩიმ და დასძინა, რომ სადამკვირვებლო მისია საბოლოო ანგარიშს 2 თვეში გამოაქვეყნებს და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრები. 

 

მატეო მეკაჩი და ეუთოს სადამკვირვებლოს მისიის წარმომადგენლები საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” შეხვდნენ. 

მატეო მეკაჩი ფოტო:democraticbelarus.eu
მატეო მეკაჩი ფოტო:democraticbelarus.eu

მასალების გადაბეჭდვის წესი