ახალი ამბები

დავით ქაცარავა ამბობს, რომ ლარსის გზაზე არ გაატარებს რუსულ ავტომობილებს

18 აპრილი, 2018 • 1913
დავით ქაცარავა ამბობს, რომ ლარსის გზაზე არ გაატარებს რუსულ ავტომობილებს

სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ის, მოხალისეებთან ერთად, თბილისი–ლარსის გზაზე არ გაატარებს რუსულნომრიან ავტომობილებს, თუ რუსეთის საოკუპაციო ძალები არ გაათავისუფლებენ შიდა ქართლის სოფლიდან ცხინვალის რეგიონში გატაცებულ თამაზ ილურიძეს.

თამაზ ილურიძე, რომელიც სოფელ ფლავისმანში საქონელს მწყემსავდა, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გაიტაცეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ფლავისმანის მცხოვრები ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

როგორც დავით ქაცარავა ამბობს, ის შეეცდება, გზის გადაკეტვით დისკომფორტი შეუქმნან რუსეთის მოქალაქეებს და ამ ფორმით გავლენა მოახდინონ ილურიძის გამტაცებლებზე. მისივე თქმით, მსგავსი აქცია დაიგეგმება ყოველთვის, როდესაც კონფლიქტისპირა ზონიდან საქართველოს მოქალაქეებს გაიტაცებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი