Interviewsახალი ამბები

აუტიზმის მქონე ბიჭი, რომელმაც “ლეგოსგან” ტიტანიკის ყველაზე დიდი ასლი შექმნა

18 აპრილი, 2018 • 3207
აუტიზმის მქონე ბიჭი, რომელმაც “ლეგოსგან” ტიტანიკის ყველაზე დიდი ასლი შექმნა

აუტიზმის მქონე 10 წლის ამერიკელმა ბიჭმა, ბრინიარ ბიგისონმა, მსოფლიოში “ლეგოს” ყველაზე დიდი ტიტანიკი  შექმნა. მისი გაკეთებისთვის ბრინიარმა 700 საათი (11 თვე) დახარჯა. ბრინიარის მიღწევის შესახებ CNN წერს

ბრინიარს, რომელიც ახლა 15 წლისაა, ასლის შესაქმნელად “ლეგოს” 56 000 კუბიკი დასჭირდა. ასლი სიგრძეში 8 მეტრს, ხოლო სიმაღლეში 5 მეტრს აღწევს.

ბრინიარის ასლს ამერიკაში, ტენესის შტატში, “ტიტანიკის მუზეუმში” მიუჩენენ ადგილს.  

როგორც თავად ბრინიარი ამბობს, “ლეგოს” კუბიკებით თამაში 5 წლის ასაკიდან დაიწყო, თუმცა ჩაძირული გემით 10 წლის ასაკში დაინტერესდა და მალე ყველა საჭირო ინფორმაცია შეაგროვა.

ტიტანიკის ასლის შექმნაში ბრინიარს ბაბუა და დედაც ეხმარებოდნენ. როგორც ისინი განმარტევენ, იმისთვის, რომ ოჯახს “ლეგოს” ამდენი კუბიკის ყიდვა შეძლებოდა, ოჯახის წევრები და მეგობრები ფულად დახმარებებს უგზავნიდნენ.

თავად ბრინიარის თქმით, ტიტანიკის ასლის შექმნა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიღებასა და გათვიცნობიერებაში დაეხმარა. როგორც ის ამბობს, სანამ გემის “ლეგოს” კუბიკებით აწყობას დაიწყებდა, კომუნიკაცია უჭირდა, რის გამოც  ძალიან უბედურად და მარტოსულად გრძნობდა თავს.

“როდესაც მე დავიწყე პროექტზე მუშაობა, სკოლაში მუდმივი დამხმარე მჭირდებოდა, მაგრამ ახლა დახმარების გარეშე ვსწავლობ. სკოლაში ჩემი ქულებიც გაიზარდა, ხოლო ჩემი თანაკლასელები მეგობრად მიმიჩნევენ. გარდა ამისა, მე მომეცა საშუალება, მემოგზაურა და გამეცნო არაჩვეულებრივი ხალხი,” – ამბობს ბრინიარი.

ბრინიარის წარმატებამ ბევრი რამ ასწავლა მის ოჯახსაც. როგორც მისი დედა განმარტავს, თავიდან დიდი შიში ჰქონდა ბრინიარის მომავალთან დაკავშირებით, თუმცა ახლა დარწმუნებულია, რომ აუტისტური სპექტრის დარღვევა წარმატების მიღწევას ხელს არ უშლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი