ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აქციების მიუხედავად სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერი გახდა

17 აპრილი, 2018 • 1492
აქციების მიუხედავად სერჟ სარგსიანი სომხეთის პრემიერი გახდა

77 ხმით 17 წინააღმდეგ ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი სომხეთის პარლამენტმა დღეს პრემიერ-მინისტრად აირჩია. სომხეთის ეროვნულ კრებაში პრემიერის არჩევა ერევნის ქუჩებში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.

სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. სწორედ ეს არის მომიტინგეთა შფოთვის ძირითადი მიზეზი. აქციებს სათავეში სომხეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი უდგას.

16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანი იყო, რომ დღეს, 17 აპრილს, პარლამენტში დეპუტატებს ვერ შეეღწიათ და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი ვერ აერჩიათ.

დღეს, 17 აპრილს, სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო.

სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “სამოქალაქო შეთანხმების” და საპარლამენტო ფრაქციის, “გამოსვლის” ლიდერი ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ ოპოზიცია სომხეთში არაძალადობრივ “ხავერდოვან რევოლუციას” იწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი