საფრანგეთში კაცს სახე მეორედ გადაუნერგეს

ფრანგი ჟერომ ჰამონი მსოფლიოში პირველი ადამიანია, რომელმაც სახის ორი ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაიკეთა. პაციენტი ამბობს, რომ ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს.

BBC წერს, რომ ჰამონმა სახის პირველი ტრანსპლანტი 2016 წელს მოიშორა, რადგან ახალ სახეზე შეუთავსებლობის გამო  უარი თქვა. 43 წლის კაცი პარიზის საავადმყოფოში დონორის მოლოდინში ორი თვის განმავლობაში სახის გარეშე იყო დატოვებული. BBC-ის ინფორმაციით, ის ნევროფიბრომატოზის პირველი ტიპითაა დაავადებული,  რამაც სიმსივნური წარმონაქმნი განუვითარა სახეზე.

ფრანგმა კაცმა სახეზე ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაცია 2010 წელს გაიკეთა, მაგრამ 2015 წელს გაცივდა და ანტიბიოტიკის მიღება მოუწია. წამალი ოპერაციასთან შეუთავსებელი აღმოჩნდა, რის გამოც 2016 წლის ნოემბერში ტრანსპლანტზე უარი თქვა.  ჰამონმა პარიზში, ჯორჯ პომპიდუს საავადმყოფოში, რამდენიმე თვე სახის გარეშე გაატარა. იანვარში კი ტრანსპლანტაციისთვის მეორე დონორი იპოვა.

“მე 43 წლის ვარ, დონორი 22 წლის იყო, ამგვარად მე კვლავ 22 წლის ვარ,” – უთხრა მან ერთ-ერთ ფრანგულ ტელეკომპანიას.

სახის ტრანსპლანტაციის ოპერაცია  ჰამონს  ფრანგმა ექიმმა ლორან ლანტიერმა ჩაუტარა. რვა წლის წინ ჰამონს პირველი ოპერაციაც ამ ექიმმა გაუკეთა. “დღეს ჩვენ ვიცით, რომ ტრანსპლანტაციის ორი ოპერაციის გაკეთება რეალური და შესაძლებელია,”-ამბობს ექიმი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.