ახალი ამბები

სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამო ფეისბუქის წინააღმდეგ, შესაძლოა, სამართლებრივი დავა დაიწყოს

17 აპრილი, 2018 • 2327
სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამო ფეისბუქის წინააღმდეგ, შესაძლოა, სამართლებრივი დავა დაიწყოს

კალიფორნიის შტატის მოსამართლის გადაწყვეტილებით, ფეისბუქის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა უნდა დაიწყოს. საქმე ეხება სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენებას. სარჩელი ეხება ფეისბუქის მიერ ბიომეტრიული ინფორმაციის გამოყენებას მომხმარებლების თანხმობის გარეშე.

“სახის ამომცნობი” ტექნოლოგია გულისხმობს, როდესაც სურათის ატვირთვის დროს ფეისბუქი ავტომატურად გთავაზობთ თქვენი მეგობრის ფოტოზე მონიშვნას. სოციალური ქსელი თავად სცნობს მომხმარებლებს სახეზე და ავტომატურად გაჩვენებთ თაგების შეთავაზებას. სარჩელის მიხედვით, ეს არღვევს ილინოისის შტატის კანონებს.

ფეისბუქი არ იზიარებს სარჩელის შინაარს და აცხადებს, რომ სამართლებრივი გზებით თავდაუზოგავად იბრძოლებს.

მოსამართლე ჯეიმს დონატომ გამოსცა ორდერი ფეისბუქის მომხმარებლების შესახებ. დოკუმენტი ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ილინოისის შტატში ცხოვრობენ, ფეისბუქმა კი მათი სახის მოდელები შექმნა და შეინახა 2011 წლის 7 ივნისის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი სამართლებრივ დავაში გაიმარჯვებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სარჩელი ეხება, შეეძლება კომპენსაციის მოთხოვნა. მოსამართლე მიიჩნევს, რომ შეიძლება ფეისბუქს რამდენიმე მილიარდის გადახდა მოუწიოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი