ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე ელექტროგადამცემ ხაზებს მიწისქვეშ გაიყვანენ

თბილისის მერია ოდიშელიძის, ტაშკენტის, საირმისა და საბურთალოს ქუჩებზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას მიწის ქვეშ აპირებს. ამის შესახებ დღეს, 17 აპრილს, თბილისის მთავრობის სხდომაზე მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, კალაძემ კომპანია „თელასთან“ კონსულტაციები დაიწყო, რათა პრობლემური ელექტროხაზების მიწისქვეშ გაყვანა ეტაპობრივად მოხდეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება და რამდენ ხანს გასტანს აღნიშნული სამუშაოები.

“როგორც ვიცი, უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები „თელასთან“, რათა აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების მიწის ქვეშ გაყვანა მოხდეს. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ აღნიშნულ ქუჩებზე ძალიან დიდ მოცულობას გამოვათავისუფლებთ და თავისუფლად გადაადგილება იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან