ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პოლიციამ ერევანში დემონსტრანტების დაკავება დაიწყო [video]

17 აპრილი, 2018 • 1942
პოლიციამ ერევანში დემონსტრანტების დაკავება დაიწყო [video]

დღეს, 17 აპრილს, სომხეთის პოლიციამ ერევნის მთავარ ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული სტუდენტების დაკავება დაიწყო. დაკავების დროს პოლიციამ ძალა გამოიყენა. გთავაზობთ რადიო თავისუფლებისა და epress.am -ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებს.

16 აპრილის დილიდან ერევანში ოპოზიციამ დამოურჩილებლობის აქციები დაიწყო. აქციის მიზანია, რომ დღეს, 17 აპრილს, პარლამენტში დეპუტატებმა ვერ შეაღწიონ, შესაბამისად კი, პრემიერ-მინისტრი არ აირჩიონ. აღნიშნულ პოსტზე სომხეთის მმართველმა პარტიამ უკვე ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინა. მისი დანიშვნის შემთხვევაში, სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. სწორედ ეს არის მომიტინგეთა შფოთვის ძირითადი მიზეზი. აქციებს სათავეში სომხეთში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკო პაშინიანი უდგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი