ახალი ამბები

აბაშიშვილი: პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანია მიმდინარეობს

16 აპრილი, 2018 • 2464
აბაშიშვილი: პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანია მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი, ბინძური კამპანია მიმდინარეობს, რომელშიც “ქართული ოცნების” და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები მონაწილეობენ. საქმე ეხება შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის კრიტიკას.

“საქართველოს პარლამენტში ,,ევროპული საქართველოსა“ და ,,ქართული ოცნების“ მონაწილეობით, ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა“,- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

მისი განცხცადებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვაზე ძალიან დეტალურად ისაუბრა.

„როდესაც საქმე ეხება მანიაკ მოძალადეებს და ნარკორეალიზატორებს, ამ შემთხვევაში რატომღაც შეწყალების პრეროგატივის გამოყენება საჭიროდ მიაჩნია. როგორც ჩანს, პრეზიდენტისთვის სხვა გარემოებები უფრო მნიშვნელოვანია. არ ვიცი, ეს შეიძლება იყოს ნეპოტისტური თუ რაიმე სხვა ინიციატივები, ვინაიდან ლოგიკას ჩვენ, „ევროპული საქართველო“ მის ამ ნაბიჯში ვერ ვხედავთ”,- რუსთავი 2-ის ინფორმაციით, განაცხადა ოთარ კახიძემ ევროპული საქართველოდან.

ვეფხია ბაქრაძის შეწყალების ფაქტი „ნაციონალური მოძრაობაში” გააკრიტიკეს. რ2-ის ცნობით, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ იყენებს შეწყალების უფლებას იმისთვის, რომ დაუპირისპირდეს პოლიტიკურ რეპრესიებს, სამაგიეროდ კი, ქუჩაში უშვებს მოძალადეებს.

„შედეგად კი ჩვენ მივიღეთ ისეთი ვითარება,  როდესაც პოტენციური მოძალადეების წინაშე აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო არის სრულიად უძლური,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა რ2-ის ცნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი