ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“სასწრაფო დახმარების” პერსონალი აფხაზეთიდან თბილისში გადაამზადეს

16 აპრილი, 2018 • 4137
“სასწრაფო დახმარების” პერსონალი აფხაზეთიდან თბილისში გადაამზადეს

აფხაზურ მედიაგამოცემა “ნუჟნაია გაზეტასთან” ზურაბ ლაკერბაია, ჯანდაცვის სფეროში აფხაზი სპეციალისტების დახმარების პროგრამაში ჩართული, არასამთავრობო ორგანიზაციის “ალაშა” დამფუძნებელი აცხადებს, რომ საქართველოში აფხაზეთიდან სამედიცინო პერსონალი გადასამზადებლად გაგზავნეს.

ლაკერბაია ამბობს, რომ მისმა ორგანიზაციამ ხელშეკრულება გააფორმა ჰოლანდიურ არამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლის ფარგლებშიც  აფხაზეთს 50 ათასი ევროს ღირებულების თანამედროვე სასწრაფო დახმარების მანქანა უნდა გადაეცეს.

“აფხაზეთში არ არიან სპეციალისტები, რომლებიც მსგავს აღჭურვილობაზე მუშაობას შეძლებდნენ. ჰოლანდიელებმა მოითხოვეს, რომ ჩვენმა ექიმებმა, რომლებიც ასეთ მანქანაზე იმუშავებენ, წინასწარ გაეცნონ მას. რამდენადაც ვიცი, გასულ წელს ქვეყანაში ბევრი შემთხვევა იყო, როცა მძიმე პაციენტების ტრანსპორტირებისას სიტუაცია გართულდა იმის გამო, რომ თანამედროვე მანქანა არ გვაქვს.

მანქანა საქართველოში ჩაიყვანეს, სპეციალიზებულ ცენტრში, სადაც არიან სპეციალისტები. იმის გათვალისწინებით, რომ იმ დროს საქართველოში ჩვენი სასწრაფო დახმარების ექიმი გადიოდა მკურნალობას, მე მოვიწივიე ექთნები და მძღოლიც ამ სპეციალიზებულ ცენტრში.  თანამედროვე “სასწრაფო დახმარების” აღჭურვილობის გაცნობის შემდეგ ისინი აფხაზეთში დაბრუნდნენ”.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის უწყება აღნიშნულ ფაქტს გაემიჯნა და განაცხადა, რომ აღნიშნულ კერძო ვიზიტთან კავშირი არ აქვთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი