ახალი ამბები

ზარდიაშვილი: ანა დოლიძე პრეზიდენტის საშინელი შეწყალებების გადაფარვას ცდილობს

16 აპრილი, 2018 • 1843
ზარდიაშვილი: ანა დოლიძე პრეზიდენტის საშინელი შეწყალებების გადაფარვას ცდილობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ ანა დოლძის კრიტიკული განცხადება, რომელიც ეხება “ქართული ოცნების” ერთ ჯგუფის მიერ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე გავლენას,  პრეზიდენტის “საშინელი შეწყალებების” გადაფარვას ემსახურება.

დღეს, 16 აპრილს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მეუღლე და მამუკა მდინარაძის ნათესავი თინათინ აბრალავა, რაც მოსამართლეების დანიშვნებზე პოლიტიკური ზეგავლენის რისკებს წარმოშობს.

ვანო ზარდიაშვილმა მას პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას უპასუხა:

“ჩემი მეუღლე იქ უკვე რვა წელზე მეტია მუშაობს და მუშაობა დაწყებული აქვს პირველი საფეხურიდან, სპეციალისტის რანგიდან. რაც შეეხება, თუ რისთვის სჭირდება ანა დოლიძეს ეს, იგი არის პრეზიდენტის წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და იგი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადაფაროს ის საშინელი შეწყალებები, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განახორციელა ქორიძის და ბაქრაძის საქმეებთან მიმართებაში,”- განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

თინათინ აბრალავა მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის 2015 წლის 30 იანვრის ბრძანებით დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი