ახალი ამბები

პრეზიდენტის განმარტება ახალგაზრდა ქალის მკვლეობაში ბრალდებულის შეწყალებაზე

16 აპრილი, 2018 • 3072
პრეზიდენტის განმარტება ახალგაზრდა ქალის მკვლეობაში ბრალდებულის შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებულმა 2014 წლის აგვისტოში ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის აქტი ჩაიდინა, თუმცა ის ოთხთვენახევრის შემდეგ, ავტოსაგზაო შმეთხვევის გამო დააკავეს.

პრეზიდენტის თქმით, დაკავების შემდეგ ბრალდებულს ორივე დანაშულზე მიესაჯა სასჯელი და პირველ ჯერზე, როცა შეწყალების კომისიას მიმართა, მისი თხოვნა უარყოფილი იქნა:

2014 წლის აგვისტოში ამ შემთხვევაში ბრალდებულმა და მაშინ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ. თუმცა მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ 4- თვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო ის იქნა დაპატიმრებული.

რის შემდეგაც ამ ორივე დანაშაულზე მას მიესაჯა სასჯელი. შეწყალების თაობაზე პირველ მიმართვაზე მისი თხოვნა უარყოფილ იქნა. მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდნეიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც პირველ რიგში აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, რომელიც ეფუძნება ფსიქოლოგის დადებით დასკვნას სოციალური მუშკის დადებით დასკვნას, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის დადებითი დასკვნას და სამედიცინო ცნობას, რომელშიც არ არის მითითბული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე” – თქვა პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქმეს თან ერთვოდა  მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი 4 შვილის მამა იყო.  ამასთანავე, დოკუმენტებს შორის იყო ოჯახის  თხოვნა, სადაც გამოხატული იყო მათი სურვილი ბრალდებულსი გათავისუფლების თაობაზე.

პრეზიდენტის თქმით, შეწყალების კომისიამ პრეზიდენტს მსჯავრდებულის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების თხოვნით მიმართა, თუმცა მან სასჯელი გაანახევრა:

“დღე,ს როდესაც ამ საქმეს ვაკვირდებით და მე თქვენ გაცნობთ ყველა დეტალს, რისგან შედგებოდა ეს გადაწყვეიტლება. კომისიამ მე ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომმართა სრულად ამ ადამიანის გათავისფულების თაობაზე. ჩვნე ეს დღეები ამას ვუკვირდებოდით იმ განსაკუთრებული სიმძაფრიდან, რომლითაც მე და კომისია ძალადობის შემთხვევებს განვიხილავთ. განსაკუთრებით, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს. აქედან გამომდინარე, ეს ჩვნეთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რომლის ყველა ფაქტობრივი ინფორმაცია გაგაცანით.

მაშინ კომისიამ მე მომმართა სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების თაობაზე. მე სასჯელი გავანახევრე. თუმცა, მე რომც არ გამენახევრებინა მისთვის სასჯელი  და ის 6 თუ 7 თვე არ მომეკლო, ბრალდებული უკვე კალენდარულად მოიხდიდადა სასჯელს.

ჩვენ უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ ამ მოვლენას და ასევე იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშულში ბრალდებული ადამიანის მიმართ ჩვენ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა. ეს ნათლად ასახავს იმ მოტივაციას ,რომ ჩვენ კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ ყველა პროცედურულ დეტალს, რის საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას” – ამბობს პრეზიდენტი.


13 აპრილს თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი მოკლეს. შსს-მ ბრალდებული, მოკლულის ყოფილი მამინაცვალი – ვ.ბ. 14 აპრილს თელეთში დააკავა.

შსს-ს ცნობით, 2015 წელს ვ.ბ დამნაშავედ ცნო სასამართლომ ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის საქმეზე. იგი ორი წლის შემდეგ პრეზიდენტმა შეიწყალა, სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი