2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “გირჩის” კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება. პოლიტიკური პარტიის ლიდერმა წინასაარჩევნო კამპანია დღეს დაიწყო და ამომრჩეველს ხუთი ძირითადი დაპირება მისცა.
- თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგება 5 წელიწადში;
- სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება;
- „ნარკოდანაშაულზე“ დაპატიმრებული და უფლებებშეზღუდული პირების შეწყალება, სანამ არ შეიცვლება შესაბამისი კანონები;
- ვეტოს დადება თავისუფლების შემზღუდავ ყველა კანონზე;
- მინისტრთა ანგარიშების მოსმენა თვეში ერთხელ ფეისბუქ ლაივით.
თუ თქვენ ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურას უჭერთ მხარს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, “გირჩის” ლიდერის ყველა აქტივობის ნახვა სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ, ჰეშთეგით: #ჯაფარაპრეზიდენტად