ახალი ამბები

სოციალ-დემოკრატები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად გავლენ

16 აპრილი, 2018 • 6435
სოციალ-დემოკრატები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად გავლენ

საქართველოს სოციალურ-დემოკრატიული პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „სოციალ-დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ახლო მომავალში სოციალ-დემოკრატები პარლამენტში ძალიან ბევრ საკანონმდებლო ინიციატივას დააყენებენ განსახილველად, მათ შორის: საპენსიო რეფორმის ალტერნატიული ვარიანტს, საგადასახადო ინიციატივებს, ასევე, ეკონომიკასთან და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ინიციატივებს.

“რატომ ვართ პოლიტიკაში? – იმიტომ, რომ ჩვენი ხედვები განვახორციელოთ. თუ ამას არ ექნება მხარდაჭერა და არც იქნება საფუძველი მომავალი დისკუსიისა, მაშინ გადაწყევტილებას მივიღებთ, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება, მაგრამ მთავარი რა არის ამ შემთხვევაში… მთავარი არის არჩევნებში როგორ მიიღებ მონაწილეობას. მე დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებში ვაპირებთ დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას,” – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ნეტგაზეთი ინფორმაციის დასაზუსტებლად დაუკავშირდა პარლამენტის წევრს, რომელმაც დაადასტურა, რომ სოციალ-დემოკრატებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დამოუკიდებლად მონაწილეობა აქვთ გადაწყვეტილი.

გია ჟორჟოლიანი და ბექა ნაცვლიშვილი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები

მასალების გადაბეჭდვის წესი