გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაილეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუმარტეს, ადგილზე დაშავდა კიდევ 5 ადამიანი.

დაშავებულები ოზურგეთში, კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანეს. როგორც ნეტგაზეთს კლინიკის დირექტორმა, დავით მდინარაძემ განუცხადა, 5 დაშავებულს შორის 3 ბავშვია.

“ჩვენთან გადმოიყვანეს 5 დაშავებული, მათ შორის, 2 ზრდასრული ქალბატონი, ხოლო 3 ბავშვი. ბავშვებს შორის 2, ერთი და შვიდი წლის, უკვე გავწერეთ, ხოლო მესამე, 4 წლის ბავშვი, ქუთაისის ბავშვთა რეანიმაციაში გადაიყვანეს, მას თავის ქალის ფუძის შიდა ტრავმა აქვს,” – განმარტავს ექიმი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლიტ მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ისჯება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან