ახალი ამბები

აშშ-ის გაფრთხილება: თუ სირია კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, იერიშისთვის მზად ვართ

15 აპრილი, 2018 • 1949
აშშ-ის გაფრთხილება: თუ სირია კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, იერიშისთვის მზად ვართ

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აფრთხილებს სირიის ხელისუფლებას, რომ თუ კვლავ გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს, აშშ მზად არის ხელახალი იერიშისთვის.

ამის შესახებ განცხადება გუშინ, 14 აპრილს, გაეროს უშიშრობების საბჭოში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ გააკეთა.

სხდომაზე რუსეთი სირიაზე განხორციელებული დარტყმების კოლექტიურ დაგმობას მოითხოვდა, თუმცა 15-წევრიანი საბჭოდან რუსეთის რეზოლუციას მხარი მხოლოდ ბოლივიამ და ჩინეთმა დაუჭირეს.

გაეროში რუსეთის ელჩმა წაიკითხა პუტინის განცხადება, სადაც დაგმობილი იყო აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ქმედება.

აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმკი განაცხადა, რომ სირიის ქიმიური იარაღის საწარმოებზე განხორციელებული დარტყმები “გამართლებული, ლეგიტიმური და პროპორციული იყო”.

“დღეს პრეზიდენტ ტრამპს ვესაუბრე და მან განაცხადა, რომ თუკი სირიის რეჟიმი მომწამვლელ გაზს კვლავ გამოიყენებს, აშშ იერიშისთვის მზად არის,”- განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

ნიკი ჰეილის თქმითვე, მათ არ შეუძლიათ იყვნენ უმოქმედოდ, როდესაც რუსეთი ყველა საერთაშორისო ნორმას უგულებელყოფს და ქიმიური იარაღის გამოყენებას უპასუხოდ ტოვებს.

სირია უარყოფს, რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა და აცხადებს, რომ თავდასხმა ამბოხებულების მიერ იყო გაყალბებული.

14 აპრილს აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ავიაციამ სირიაში ბაშარ ალ ასადის ძალებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

შშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, გენერალ ჯოზეფ დანფორდის თქმით, საჰაერო თავდასხმების სამიზნე შემდეგი ობიექტები გახდა:

  • დამასკოს სამეცნიერო კვლევის ცენტრი, რომელიც აშშ-ის მტკიცებით, ქიმიური იარაღის წარმოებასთანააა დაკავშირებული.
  • ქალაქ ჰომსის დასავლეთით მდებარე ქიმიური იარაღის საწყობი
  • ქალაქ ჰომსთან ახლოს მდებარე ქიმიური იარაღის საწყობი და სამხედრო მართვის ცენტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი