სომხეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ სომხეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება.

აქციები სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის წინააღმდეგ სომხეთში ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

იქამდე ერევანში სხვა რამდენიმე აქცია, მათ შორის “უარყავი სერჟი” გაიმართა, თუმცა ყველაზე ხალხმრავალი პაშინიანის ლიდერობით ჩატარებული აქციები აღმოჩნდა, – დაახლოებით 3000 მოქალაქე შეიკრიბა.

სიტყვით გამოსვლის დროს პაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი უნდა გათავისუფლდეს სარგსიანის “მაფიოზური კანონებისგან” და თანამოაზრეებს შემდგომი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.  მისი განცხადებით, “თუ საჭირო გახდება, ისინი დეპუტატების სახლებს პრემიერის არჩევის დღეს ალყას შემოარტყამენ და სახლიდან გამოსვლის უფლებას არ მისცემენ”.

როგორც ოპოზიციის ლიდერი ამბობს, სერჟ სარგსიანი ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე წარუმატებელი ლიდერი აღმოჩნდა დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში, რამდენადაც მისი პრეზიდენტობის დროს სომხეთმა 2016 წლის აპრილში ტერიტორიები და მოქალაქეები დაკარგა.

პაშინიანმა ასევე ყველა ოპონენტს სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ გართიანებისკენ და ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა.

აქციები ერევანში სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ; აპრილი, 2018, ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ მუგდუსიანი

პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს პრეზიდენტობის ვადა 2018 წლის 9 აპრილს ამოეწურა. სომხეთის ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი შვიდი დღის განმავლობაში უნდა აირჩიონ. ამ პოსტზე სერჟ სარგსიანი მოიაზრება. პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კარენ კარაპეტიანმა განაცხადა რომ პრემიერის პოსტზე სერჟ სარგსიანის კანდიდატურის წარდგენას აპირებს. მისი დანიშვნის შემთხვევაში, სარგსიანი, ახალი კონსტიტუციის შესაბამისად, 2022 წლამდე მთავრობის მეთაური იქნება. საზოგადოება, მათ შორის პოლიტილოგები მიიჩნევენ, რომ კონსტიტუციის შეცვლა რეალურად იმის გამო მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ხელმძღვანელად კვლავ სერჟ სარგსიანი დარჩეს. სწორედ ეს არის მომიტინგეთა შფოთვის ძირითადი მიზეზი.

ამავე თემაზე: 
“უარყავი სერჟი” – ვინ ცდილობს სარგსიანის სომხეთის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

მარიამ მუგდუსიანი