“რობერტო მავანი” POSTV-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ ქარტიაში საჩივრის განხილვაზე ლომის ფორმით მივიდა

POSTV-ის ჟურნალისტის წინააღმდეგ ქარტიის საბჭოში საჩივრის განხილვაზე “რობერტო მავანი” ლომის ფორმაში გამოწყობილი მივიდა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო POSTV-ის ჟურნლისტის, ლევან კენჭოშვილის წინააღმდეგ დავით მახარაშვილის განცხადებას განიხილავს.

ქარტიის განცხადებით, საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ 26 მარტს “POSTV-ის” მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალაში,”STOP XAM გორში პირველად და უკანასკნელად” დაირღვა ქარტიის რამდნიმე პრინციპი. მასალა ეხებოდა მანქანის გაჩერების პრობლემას. დავით მახარაშვილის განცხადებით, მასალა ფალსიფიცირებულია, რადგან რესპონდენტები რეალურად არ არიან მძღოლები.

გადაცემა STOP XAM რუსეთში საკმაოდ პოპულარული პროექტია. ორი წლის წინ ანალოგიური პროექტი ლევან კენჭოშვილმა საქართველოში გააკეთა. გასულ წელს  STOP XAM გადაცემის სახით ინტერნეტ-ტელევიზია POSTV-ის გასართობ კატეგორიაში გამოჩნდა.

“მკიდია ყველა, ვაჩერებ, სადაც მინდა” – გადაცემის ავტორი და მისი თანმხლები პირები ამ წარწერით სტიკერებს  იმ ავტომობილების საქარე მინებზე აკრავენ, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ – დგებიან ბორდიურზე და ზებრა-გადასასვლელზე.

რამდენიმე დღის წინ კი გორში ავტოსადგომის მეთვალყურემ განაცხადა, რომ POSTV-ის გადამღებმა ჯგუფმა M5-ში ჩასვა და ლანძღვა-გინებისთვის 20 ლარი გადაუხადა.

გადაცემის წამყვანმა ლევან კენჭოშვილმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ ქარტიის სხდომამდე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ “არანაირი ჟურნალისტური კოდექსი დაურღვევია”.

დღეს, 14 აპრილს ქარტიის საბჭოში საცჩვრის განხილვაზე “რობერტო მავანმა” განაცხადა, საჩივარში მითითებული ფაქტები სიმართლე არ არის და ლანძღვა-გინებისთვი ფული არავისთვის გადაუხდიათ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს საჩივრის განხილვა არ დაუსრულებია. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის საბჭოში განუცხადეს, საბჭომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე დამატებითი გარემოებებია დასაზუსტებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.