ახალი ამბებირეკლამა

ასწავლე “მაიკროსოფტს” ქართული – თიბისი ბანკის ახალი ინიციატივა

14 აპრილი, 2018 • 3191
ასწავლე “მაიკროსოფტს” ქართული – თიბისი ბანკის ახალი ინიციატივა

“თიბისი ბანკმა” ქართული ენის ხელშეწყობის ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში მაიკროსოფტის სისტემაში ქართული ენის სრულფასოვანი ინტეგრაციაა დაგეგმილი. შედეგად, ქართულენოვან ადამიანებს საერთაშორისო რესურსებთან წვდომა მშობლიურ ენაზე შეეძლებათ, ხოლო უცხოენოვანი ადამიანები ქართულ რესურსებს გაეცნობიან.

პროექტის “ქართულად” – პირველ ეტაპზე მინიმუმ 100 ათასი ქართული წინადადების ინგლისურად გადათარგმნაა საჭირო. თარგმნის პროცესში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია.

ვებგვერდზე – www.kartulad.ge თითოეული დარეგისტრირებული მომხმარებელი შეძლებს პროექტში მონაწილებას და იქ მოცემული წინადადებების ინგლისურ ენაზე თარგმნას. ეს წინადადებები “საბას” ელექტრონული წიგნებიდანაა შერჩეული.

ფოტო: თიბისი

ორენოვანი წინადადებების განსაზღვრული რაოდენობის შეგროვების შემდეგ, პროექტი მომდევნო ეტაპზე გადავა და ნათარგმნ რესურსს სპეციალისტები დაარედაქტირებენ. 100 000 წინადადების თარგმნა პირველი ნაბიჯია windows-ის სისტემაში ქართულის ინტეგრაციისთვის.

“ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი ჩვენნაირი მცირერიცხოვანი ერისთვის. საქართველოს გააჩნია უნიკალური ძეგლი – ქართული ანბანი და ქართული ენა, რომელიც მსოფლიოს უნდა გავაცნოთ. ხოლო, ჩვენ მოქალაქეებს მაიკროსოფტის უსაზღვრო რესურსზე მშობლიურ ენაზე ექნებათ წვდომა, “ – განაცხადა თიბისი ბანკის“ სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ 13 აპრილს გამართულ პრეზენტაციაზე.

ფოტო: თიბისი

“ქართულად” განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, თიბისი ბანკმა უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე წამოიწყო:

“ეს პროექტი ჭეშმარიტად სახალხო პროექტია. ჩვენს უძველეს და უნიკალურ ენას უკეთ გავაცნობთ მსოფლიოს. საქართველოს მოქალაქეები მშობლიურ ენაზე შეძლებენ საერთაშორისო რესურსებზე წვდომას. მხარდაჭერას გიცხადებთ ამ პროექტის განხორციელაბაში, “ – აღნიშნა ჩხენკელმა.

ფოტო: თიბისი

მაიკროსოფტის განათლების მიმართულების სპეციალისტის, თეო მილევის თქმით, თიბისიმ მნიშვნელოვანი პროექტი წამოიწყო, რომლის წარმატება მას ასე ესმის:

“ ჩემთვის ამ პროექტის წარმატება  ის იქნება, რომ როცა  თქვენს ულამაზეს ენაზე ისაუბრებთ და მე ჩემს ტელეფონში თვალს მივადევნებ ტექსტს ჩემთვის ცნობილ ენაზე. ეს მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, რისი მიღწევაც გინდათ.”

ფოტო: თიბისი

პროექტი “ქართულად” ენის შენარჩუნებას ემსახურება და მისი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს განხორციელებაში. გამორჩეული მონაწილეები თარგმნილი წინადადებების რაოდენობის მიხედვით პრიზებს მიიღებენ.

ფოტო: თიბისი

“ქართულად” ღიაა ქართული ენის ყველა მხარდამჭერისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი