“პიროვნება დადგენილია” – შსს ვაკეში მოკლული ქალის საქმის დეტალებზე

დღეს, 13 აპრილს ,ვაკეში მომხდარი ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, დადგენილია – განაცხადა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებთან საუბრისას  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.

“ჯერჯერობით დაკავებული არ არის, მიმდინარეობს ძებნა… მიმდინარეობს კამერების დათვალიერება, პიროვნება დადგენილია და ამაზე მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს,”- განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

როგორც თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, შემთხვევას ბავშები შეესწრნენ:

“შეტყობინება შემოვიდა ბარნოვის ქუჩაზე სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მოსულ ეკიპაჟს დახვდა 1993 წელს დაბადებული მანდილოსანი გარდაცვლილი. მას აღენიშნებოდა ძალადობის ფაქტი. გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მიმდინარეობს გამოკითხვა თვითმხილველების, ვინც ადგილზე ესწრებოდა ფაქტს, ბავშვებთან ერთად ვინც იყო, ამაზე მოგვიანებით გავაკეთებთ კომენტარს… ბავშვები ამ დროისთვის იმყოფენოდნენ სახლში და დეტალებს ვარკვევთ,”- განაცხადა მან.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი