ახალი ამბებიეკონომიკა

ლარი დოლართან ერთი თეთრით გაუფასურდა

13 აპრილი, 2018 • 1510
ლარი დოლართან ერთი თეთრით გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა. ახალი კურსით ლარი დოლართან და ევროს მიმართ მცირედით გაუფასურდა. 14-15 აპრილის ერთ აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.41 ლარი იქნება. 13 აპრლის მოქმედი კურსით ერთი აშშ დოლარი 2.40 ლარი ღირდა. ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება დღეს გამართული სავალუტო ვაჭრობის შემდეგ 2.98 ლარი გახდა. აქამდე ერთი ევროს ოფიციალური ფასი 2.97 ლარი იყო. 3 აპრილს ეროვნულმა ბანკმა  სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი შეიძინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი