ახალი ამბები

დავითაშვილი: ვტოვებ ქართულ პოლიტიკას და გემშვიდობებით

30 ოქტომბერი, 2013 • • 1604
დავითაშვილი: ვტოვებ ქართულ პოლიტიკას და გემშვიდობებით

“მივდივარ ქართული პოლიტიკიდან, აღარ გავმართავ ბრიფინგებს, არ მივიღებ კენჭისყრაში და პოლიტიკურ თოქ-შოუებში მონაწილეობას.

 

პარლამენტის წევრის მანდატის დატოვება ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ დღეს დეპუტატის ხელფასი ჩემი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია. გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წავსლის შესახებ იმიტომ მივიღე, რომ პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს ხალხის მხარდაჭერა. როცა ეს მხარდაჭერა დაბალია, ამ სფეროში დარჩენა არ ღირს”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.


დავითაშვილის თქმით, ის პარლამენტში შეტანილ ყველა საკანონმდებლო ინიციატივას უკან გამოითხოვს და შეასრულებს მხოლოდ რეგლამენტით გაწერილ მოვალეობებს – გაივლის რეგისტრაციას, დაესწრება კომიტეტის სხდომებს და ხელს შეუწყობ ქვორუმის შექმნას.

 

კობა დავითაშვილი
კობა დავითაშვილი

რაც შეეხება “ხალხის პარტიას”, მისი თქმით, ის თავმჯდომარის პოსტზე ჯერჯერობით დარჩება, რადგან ჩასაბარებელია ფინანსური ანგარიშები და გასასტუმრებელია დამკვირვებლების ხელფასები. ამ პროცედურის დასრულების შემდეგ, დავითაშვილის თქმით, პარტიის წევრები თავად გადაწყვეტენ, გააგრძელებს თუ არა “ხალხის პარტია” არსებობას.

 

კობა დავითაშვილმს საპრეზიდენტო არჩევნებიც შეაფასა:

 

“არჩევნები ჩატარდა მშვიდ ატმოსფეროში, რაიმე სახის გაყალბებას და ფალსიფიკაციას ადგილი არ ჰქონია, არ ხდებოდა ხალხის დაშინება და ტერორი და შედეგი დადგა. ეს შედეგი არის ცხადი და მე ვტოვებ ქართულ პოლიტიკას და გემშვიდოდბებით”, – განაცხადა დავითაშვილმა.

 

საპრეზიდენტო არჩევნებში კობა დავითაშვილმა ხმების 0.6% მიიღო. მან არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე განაცხადა, რომ თუკი ხმების 3%-ს მაინც არ მიიღებდა, პოლიტიკიდან წავიდოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი