ახალი ამბები

სასკოლო ასაკის 6 წლამდე გაზრდის საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა არ არსებობს

30 ოქტომბერი, 2013 • • 1138
სასკოლო ასაკის 6 წლამდე გაზრდის საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივა არ არსებობს

თამარ სანიკიძის თქმით, ამჟამად სამინისტრო ამუშავებს კვლევის შედეგებს:

 

“რამდენიმე კვლევა არის ჩატარებული, თუ რამდენად კარგია და რამდენაც შეუძლია 5 წლის ბავშვს იყოს სკოლაში. ეს ყველაფერი ჯამდება და, შესაბამისად, დაიდება დოკუმენტაცია. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი და წარმოდგენა არ მაქვს, როდის შეიძლება ეს საკითხი შევიდეს პარლამენტში”, – აცხადებს განათლების მინისტრი.

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად სკოლაში მოსწავლეების მიღება 6 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი, პარლამენტში არ შესულა.

 

“მე მოვიკითხე აპარატში და არაფერია შემოსული, მაგრამ 5 წლის ბავშვის ფსიქიკა არ არის მზად, რომ სკოლაში შევიდეს”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია, რომელიც ამბობს, რომ თუკი მსგავსი ინიციატივა შევა პარლამენტში, ამ საკითხს მხარს დაუჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი