ახალი ამბები

ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიას პრემიერი უხელმძღვანელებს

30 ოქტომბერი, 2013 • • 1148
ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიას პრემიერი უხელმძღვანელებს

მისი მოადგილე იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ასევე, კომისიაში იქნებიან შს, ფინანსთა, თავდაცვის, კულტურის, სპორტის და რეგიონული განვითარების მინისტრები.

 

კომისიის პირველი სხდომა გაიმართება დღეს, 16:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

როგორც მაია ფანჯიკიძე აცხადებს, სწორედ ამ შეხვედრაზე გაკეთდება წინასწარი მონახაზი, თუ როგორ ჩატარდება ეს ღონისძიება. დღესვე დაეგზავნება მოსაწვევები სტუმრებს.

 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას თქმით, ინაუგურაციაზე იქნება სამხედრო კომპონენტიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი