იანვარ-მარტში საგარეო ვაჭრობა 23%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 740 მილიონი აშშ დოლარი იყო (28.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 2.08 მილიარდი აშშ დოლარი (21.6 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მარტში 1.3 მილიარდი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.6 პროცენტი შეადგინა.

საგარეო სავაჭრო ბრუნვის შესახებ უფრო დეტალური მონაცემები 2018 წლის 19 აპრილს გამოქვეყნდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.