ახალი ამბები

ევროსაბჭომ საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობით დახმარება გამოუყო

13 აპრილი, 2018 • 2107
ევროსაბჭომ საქართველოს 45 მილიონი ევროს ოდენობით დახმარება გამოუყო

ევროკავშირის საბჭომ  მაკროფინანსური დახმარების სახით საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო – საბჭომ შესაბამისი გადაწყვეტილება 2018 წლის 12 აპრილს დაამტკიცა.

2008 წლის ომის შემდეგ ეს ევროპის საბჭოს მიერ გამოყოფილი მესამე დახმარებაა.

როგორც ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, ეს საქართველოს დაეხმარება, რომ დაფაროს ფინანსური საჭიროებები, ხელი შეუწყოს ეკონომიკის სტაბილიზაციასა და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას.

აქვე წერია, რომ თანხა გამოყოფილია იმ პირობით, რომ საქართველომ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ მექანიზმებს, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს.

“ამ პირობების შესრულებას მონიტორინგს უწევენ კომისია და ევროპის საგარეო ქმედების სამსახური,”- აცხდებს ევროსაბჭო.

საქართველოსთვის ფინანსური დახმარების დამტკიცებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი და ევრპსაბჭოს მადლობა გადაუხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი