ახალი ამბები

თბილისში კაცი მოკლეს

13 აპრილი, 2018 • 1970
თბილისში კაცი მოკლეს

თბილისში, მუხიანში, კაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 აპრილს უწყებაში შევიდა შეტყობინება, რომ რომ მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან  დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ნახეს. უწყების თანახმად, კაცს ქვედა კიდურებზე ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა.

“დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიყენებული ჭრილობების შედეგად იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა,” – წერია შსს-ს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებული, 1982 წელს დაბადებული პირი, პოლიციამ უკვე დააკავა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დამტკიცების შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი