ახალი ამბებიხელოვნება

კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართულ–ფრანგულ–ბელგიური ფილმიც მონაწილეობს

12 აპრილი, 2018 • 2804
კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში ქართულ–ფრანგულ–ბელგიური ფილმიც მონაწილეობს

საქართველოს, საფრანგეთის, ბელგიის კოპროდუქციით შექმნილი ფილმი “მზის გოგონები” კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მოხვდა.

ფილმი 2018 წელს გადაიღეს. ფილმის რეჟისორი ევა ჰუსონია, ხოლო პროდუსერი ვლადიმერ კაჭარავაა, რომელიც საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions–ის ხელმძრვანელია.

ფილმი სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება, სადაც 2 განსხვავებული ქალის ცხოვრება იკვეთება. მთავარი გმირი ბაჰარი ქურთების ქალთა ბატალიონის “მზის გოგონების ხელმძღვანელია”, ხოლო ფრანგი ჟურნალისტი მატილდა მიმდინარე მოვლენების გაშუქებითაა დაკავებული.

ფილმის გადაღებები ახალციხესა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარეობდა.

კანის 71–ე კინოფესტივალი 8 მაისიდან 19 მაისამდე პერიოდში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი