ახალი ამბები

ახმეტელის მეტროს ჩასასვლელი წვიმის შედეგად დაიტბორა [ვიდეო]

12 აპრილი, 2018 • 2239
ახმეტელის მეტროს ჩასასვლელი წვიმის შედეგად დაიტბორა [ვიდეო]

დღეს, 12 აპრილს, გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია და მეტროში მიწისქვეშა ჩასასვლელი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ წვიმის გამო სააგენტოში გამოძახება იყო, ადგილზე მისულმა მაშველებმა ამოტუმბეს ნაგავი, რის გამოც წყალი არ ჩადიოდა არინების სისტემაში. ამის შემდეგ მიწისქვეშა გადასასვლელში დაგროვებული წყალი გავიდა.

ამინდის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 12 – 13 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 12 აპრილს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25, ხოლო 13 აპრილს +17, +22 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა+22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი