9 კილო “ჰაშიშის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 12 აპრილს, თბილისში  „ჰაშიშის“ საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებული პოლიციამ თბილისში DHL-ის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა და მისი პირადი ჩხრეკისას, ამანათის სახით მიღებული, პირველადი ინფორმაციით, 9 კილოგრამი „ჰაშიში“ ამოიღო.

ამოღებულ ნივთიერებაზე, უწყების განცხადებით, ექსპერტიზაა დანიშნული. შსს-ში ამბობენ, რომ აღნიშნული ამანათი ნეპალიდან გერმანიის გავლით არის გამოგზავნილი.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 262-ე მუხლით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.