ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს

29 ოქტომბერი, 2013 • • 2371
პრეზიდენტის ადმინისტრაციას ლაშა აბაშიძე უხელმძღვანელებს

ლაშა აბაშიძე გიორგი მარგველაშვილის წარმომადგენელი იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც.

 

მარგველაშვილის განათლების მინისტრად მუშაობის დროს ლაშა აბაშიძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი იყო.  

 

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2007-2010 წლებში “საქართველოს რკინიგზაში” ოპერაციათა მართვის უფროსად და შესყიდვების სააგენტოს უფროსად მუშაობდა.  რის შემდეგაც  დიდ ბრიტანეთში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ბიზნეს-განვითარების უფროსისა და აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოსტი ეკავა. 

 

ლაშა აბაშიძე 2004-2005 წლებში საქართველოს საზოგადოებარივი საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით სწავლობდა. 


ლაშა აბაშიძე
ლაშა აბაშიძე


მასალების გადაბეჭდვის წესი