ახალი ამბები

მარშელები ირლანდიელი პატრიოტების ანალოგიურად, სასიკვდილოდ იშიმშილებენ – ბრეგაძე

12 აპრილი, 2018 • 3054
მარშელები ირლანდიელი პატრიოტების ანალოგიურად, სასიკვდილოდ იშიმშილებენ – ბრეგაძე

სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ ე.წ. ქართლი მარშის წევრები, ირლანდიელი პატრიოტების ანალოგიურად, სასიკვდილოდ იშიმშილებენ, მათი თანამოაზრეების პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით. გასულ წელს, მაჰათმა განდის ანალოგიურად დაანონსებულ შიმშილობაზე, მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ რეალურად ეს დიეტას უფრო ჰგავდა, ვიდრე საპროტესტო შიმშილობას. ამის შესახებ ე.წ. ქართული მარშის ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბრეგაძე იმედოვნებს, რომ დაკავებულთა სასიკვდილო შიმშილობას, ციხის გარეთ, კიდევ ათეულობით და ასეულობით ადამიანი შეუერთდება. მისი თქმით, წინა სასიკვდილო შიმშილობის აქციები უფრო დიეტას ჰგავდა, ვიდრე საპროტესტო შიმშილობას, ხოლო ახლა ნამდვილი სასიკვდილო შიმშლობა დაიწყება:

“ეს შიმშილობა არ იქნება იმ შიმშილობის მსგავსი, რომელიც ჩვენ ვნახეთ უახლოეს წარსულში და რომელიც რეალურად ჰგავდა უფრო დიეტას, ვიდრე საპროტესტო შიმშილობას. ჩვენი შიმშილობს აქცია იქნება ანალოგი 1981 წელს ირლანდიელი პატრიოტების მიერ განხორციელებული შიმშილობის აქციისა, რომელსაც მაშინ სამწუხაროდ 10 ირლანდიელი პატრიოტის სიცოცხლე შეეწირა. ეს აქცია იქნება ანალოგი ამისა. სასიკვდილო შიმშილობის აქციას ექნება რამდენიმე მოთხოვნა, მაგრამ უმთავრესია – უკანონო პოლიტპატიმრების გათავისუფლება ციხიდან.”

  • ე.წ. ქართული მარში აცხადებს, რომ მათი წევრები, რომლებიც ძალადობის, მუქარის, ჯგუფურ ხულიგნობის და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ბრალდებებით იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში, გლდანის ციხეში მშრალ სასიკვდილო შიმშილობას იწყებენ.

19 მარტს, ე.წ. ქართული მარშის წევრებმა რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს სცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ აამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მაჰათმა განდის შემდეგ, ყველაზე მასობრივ სასიკვდილო შიმშილობას დავიწყებთ – ბრეგაძე

რატომ გადაიდო “ქართველთა მარშის” ე.წ. სასიკვდილო შიმშილობა

  • 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, 20 სექტემბერს, ე.წ. ქართველთა მარშის წევრებმა ხელისუფლებას შვიდპუნქტიანი მოთხოვნების გეგმა წარუდგინეს და “მაჰათმა განდის შემდეგ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მასობრივი უვადო სასიკვდილო შიმშილობით” იმუქრებოდნენ,  თუ მთავრობა მათ მოთხოვნებს 1 ოქტომბრამდე არ შეასრულებდა. მთავრობამ პრაქტიკულად მათი არცერთი მოთხოვნა შეასრულა, თუმცა არც შიმშილობა დაწყებულა. სანდრო ბრეგაძემ არჩევნების მიმდინარეობისას შიმშილობის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია, პარალელურად კი მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი