სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა დატოვა. თბილისის მერია თანამდებობის დატოვების მიზეზად  სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტალურ შედეგს ასახელებს. მერიის ინფორმაციით, სამგორის რაიონის კვარტალური შედეგი მნიშვნელოვანად ჩამორჩება სხვა რაიონების გამგეობების შესრულების მაჩვენებლებს.

“დავით კერესელიძემ გადაწყვეტილება ბოლო დღეებში შიდაუწყებრივი კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო. დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე დააკმაყოფილა”,-წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.