ახალი ამბებიეკონომიკა

2018 წლის I კვარტალში ბენზინის და დიზელის იმპორტი 27%–ით გაიზარდა – იმპორტიორები

12 აპრილი, 2018 • 1759
2018 წლის I კვარტალში ბენზინის და დიზელის იმპორტი 27%–ით გაიზარდა – იმპორტიორები

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის მარტში საქართველოში ნავთობპროდუქტების, ბენზინისა და დიზელის საწვავის, იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით გაიზარდა. ნავთოპროდუქტების იმპორტის ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთიდან განხორციელდა.

კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის მარტის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 48,0  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 48,7 ათასი ტონა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის I კვარტლის შედეგების მიხედვით, საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება ბოლო წლების მსგავსად მაღალ მაჩვენებელზეა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იზრდება ჰიბრიდული ტიპისა და დაბალკუბატურიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტი, რომელიც საწვავის ხარჯს მნიშვნელოვნად ამცირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი