ახალი ამბები

თელასი: 12 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

11 აპრილი, 2018 • 2453
თელასი: 12 აპრილს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

“თელასის” განცხადებით, ხვალ, 12 აპრილს, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო  თბილისის რამდნიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება:

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფორე მოსულიშვილის, ხიზანიშვილის და ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, მიცკევიჩის, გამრეკელის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის, ანტონოვსკაიას და ბესარიონ ჟღენტის ქუჩების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, აღმაშენებლის ხეივნის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, პეტრე სარაჯიშვილის, მუხრან მაჭავარიანის, თოფურიძეს, გოძიაშვილის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, რამიშვილის, ფალიაშვილის, აბაშიძის და არაყიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ნაძალადევის“ მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, ცოტნე დადიანის 34-ის, ცოტნე დადიანის, ვახტანგ მახალდიანის, გიორგი სააკაძის, რევაზ ურიდიას, ქავთარაძის, ეროსი მანჯგალაძის და რკინიგზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორიის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის ხევის, ბარნოვის, ჭოველიძის, ხოშტარიას, ზანდუკელის, კერესელიძის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, გოგებაშვილის, ნინო ჟვანიას, რამაზ შენგელიას, მთაწმინდის, მესხის, ყიფიანის, ვეძინის და ბესიკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი