ახალი ამბებიგართობასაზოგადოებახელოვნება

თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება

11 აპრილი, 2018 • 1970
თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება

თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

კვირეულის ფარგლებში, 19 აპრილს SOLO წარმოადგენს პროექტს „მედეა ჯაფარიძე – Style Icon”, რომელიც თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში ჩატარდება. წვეულებაზე გაცოცხლდება კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, გამოფენის სახით კი წარმოდგენილი იქნება  „ქეთოს სამოსი“.

კვირეულის 4-დღიანი პროგრამა მოიცავს 20-მდე ღონისძიებას, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, Mak Mari. ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ, თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი 1377.

სელექციის შედეგად, 10-მდე ახალბედა დიზაინერი წარდგება მაყურებლის და ჟიურის წინაშე დამწყებ დიზაინერთა კონკურსზე 20 აპრილს გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებსაც სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ თბილისის მოდის კვირეულის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი