ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

დემოკრატია აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში Freedom House-ის შეფასებით

11 აპრილი, 2018 • 2568
დემოკრატია აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში Freedom House-ის შეფასებით

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, სომხეთის, ისევე როგორც საქართველოს, დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. თუ 2017 და 2016 წლების ანგარიშების მიხედვით სომხეთის საშუალო მაჩვენებელი ამ კუთხით იყო 5,39 (სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე ცუდი), 2018 წელს – 5,43 -მდე გაიზარდა. 

ანგარიშის მიხედვითვე, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელიც შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7 შესაძლო ქულიდან, 4,61 იყო, ახალი ანგარიშის თანახმად კი ეს მაჩვენებელი 4,68-მდე გაიზარდა.

ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მაჩვენებლის გაუარესება გამოიწვია, ქართულ მედიაში 2017 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის “საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა”, რუსთავი 2-ზე ზეწოლა და პროსახელისუფლებო მედიაორგანიზაციების გაერთიანება სახელდება.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ მხრივ რეგიონში ყველაზე ცუდი მდგომარეობაა.  შესაძლო 7 ქულიდან ქვეყანას 6.93 აქვს, ისევე როგორც 2017 წელს.

ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კიდევ უფრო ძლიერდება.

Freedom House ქვეყანას 7 სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით აფასებს და ისე გამოჰყავს დემოკრატიის ქულა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი