დონალდ ტრამპი – რუსეთო, ჩვენი ახალი და ჭკვიანი რაკეტებისთვის მოემზადე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე რუსეთს აკრიტიკებს. აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის მუქარას პასუხობს, რომლის მიხედვითაც ასადის რეჟიმის პოზიციების მიმართულებით გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოვარდება.

“რუსეთი პირობას დებს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ყველა რაკეტას  ჩამოაგდებს. მოემზადე რუსეთო, რადგან რაკეტები კარგი, ახალი და “ჭკვიანი” იქნება. თქვენ არ უნდა იყოთ პარტნიორი  იმ “ცხოველის”, რომელიც გაზით კლავს საკუთარ ხალხს და ამით სიამოვნებას იღებს,” – წერს დონალდ ტრამპი ტვიტერზე.

ლიბანში რუსეთის ელჩმა 10 აპრილს განაცხადა, რომ სირიის მიმართულებით აშშ-ის მიერ გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას რუსეთი ჩამოაგდებს. ელჩის თქმით, ორ ქვეყანას შორის ვითარება ასე არ უნდა გამწვავდეს და რუსეთი აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. სირიაში, აღმოსავლეთ ღუტას ანკლავის ქალაქ დუმაში 7 აპრილს მომხდარ სავარაუდო ქიმიურ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 40 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.