ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი Freedom House-ს 2018 წლის ანგარიშში

11 აპრილი, 2018 • 1828
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი Freedom House-ს 2018 წლის ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის – Freedom In the World – 2018 მიხედვით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან შედარებით, თავისუფლების ხარისხი რამდენჯერმე მაღალია.

თუ აფხაზეთის ქულა 41-ია [100-იდან], სამხრეთ ოსეთის 10-ია. შესაბამისად, ანგარიშის მიხედვით, აფხაზეთი ნაწილობრივ თავისუფალი, სამხრეთ ოსეთი კი არათავისუფალია.

აღნიშნულ ანგარიშში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც მთიანი ყარაბაღი, [30] ნაწილობრივ აღიარებულ და “სადავო ტერიტორიების” ცალკე ჩამონათვალშია.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში ამ მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობა საქართველოს აქვს, თუმცა თავისუფალ ქვეყნად არცერთი არ არის აღიარებული. ფრიდომ ჰაუსი ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს სამი კატეგორიით ზომავს: თავისუფალი, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი. საქართველო უკვე წლებია სწორედ მეორე კატეგორიაში ხვდება. საქართველომ 2016 და 2017 წლების ანგარიშშიც 64 ქულის მოგროვება შეძლო. საქართველო ამ ქულით უსწრებს რეგიონის სხვა ქვეყნებს, თუმცა, ამავდროულად, ყველას ჩამორჩება ევროკავშირში.

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვითვე, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7 შესაძლო ქულიდან, 4,61 იყო (სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე ცუდი) ახალი ანგარიშის თანახმად კი ეს მაჩვენებელი 4,68-მდე გაიზარდა.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მაჩვენებლის გაუარესება გამოიწვია, ქართულ მედიაში 2017 წლის განამვლობაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის “საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა”, რუსთავი 2-ზე ზეწოლა და პროსახელისუფლებო მედიაორგანიზაციების გაერთიანება სახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი