ჰომოფობიური მუქარის საქმეში კობა ბიწაძე და ბექა გაბადაძე დაზარალებულად ცნეს

აქტივისტები კობა ბიწაძე და ბექა გაბადაძე მათ მიმართ სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე მუქარის საქმეზე დაზარალებულად ცნეს.

აქტივისტების ადვოკატმა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა ქეთი ჩუთლაშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დაზალარებულად ცნობა მათ საშუალბას აძლევს,  საქმის მასალებს გაეცნონ და შესაძლებლობა ექნებათ, რომ გამოძიების მიმდინარეობას მეთვალყურეობა გაუწიონ.

გამოძიება 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. იურისტმა აღნიშნა, რომ მუქარაზე პოლიციის რეაგირება არ იყო სწრაფი, აქტივისტებმა რამდენჯერმე მიმართეს პროკურატურას, რომ მათ დაეწყოთ გამოძიება. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც მუქარას გულისხმობს.

საქმე ეხება 2017 წლის ნოემბერში გაბადაძის, ბიწაძის და ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ მუქარას სოციალურ ქსელში, რომლითაც ფეისბუკის მომხმარებელი “თეთრი არაპოლიტკორექტული ფაშისტი” აცხადებდა, რომ იწყებოდა “გრძელი დანები” ლგბტ ადამიანების მიმართ.

მუქარა კობა ბიწაძის, ბექა გაბადაძის მიმართ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com