“პოლიტიზებული” საზოგადოებრივი მაუწყებელი და მუხთარლის საქმე – Freedom House-ის ანგარიში

Freedom House-ის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 7 შესაძლო ქულიდან, 4,61 იყო (სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე ცუდი, ახალი ანგარიშის თანახმად კი ეს მაჩვენებელი 4,68-მდე გაიზარდა.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მაჩვენებლის გაუარესება გამოიწვია, ქართულ მედიაში 2017 წლის განამვლობაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის “საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარა პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა”, რუსთავი 2-ზე ზეწოლა და პროსახელისუფლებო მედიაორგანიზაციების გაერთიანება სახელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის შეფასებით, მედიაგარემო საქართველოში პლურლისტური რჩება, მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებლი ქვეყნისთვის 0,25 ერთეულით შემცირდა:

“იანვარში ივანიშვილის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. მაღლაფერიძის მიერ მუშობის დაწყებიდან მალევე დაიხურა რამდენიმე ტოკ-შოუ და მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა შემცირდა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მედიის დამოუკიდებლობის კუთხით მდრომარეობის გაუარესების შესახებ საუბრისას ორგანიზაცია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმესაც განიხილავს:

“რუსთავი 2-მა თავი დააღწია პოლიტიკურ ცენზურას მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასმართლო საქმეში ჩაერია და შეაჩერა საკუთრების გადაცემის პროცესი ტელეკომპანიის ძველი მფლობელებისთვის, რითაც შეაჩერა უზენაესი სასამართლოს სადავო გადაწყვეტილების აღსრულება. მიუხედავად ამისა, ტელეკომპენია დადგა ფინანსური პრობლემების წინაშე წლის განმავლობაში” – ვკითხულობთ ანგარიშში.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი კი, რამაც Freedom House-ის რეიტინგში ქვეყანა უკან დახია, ორგანიზაციის შეფასებით, აფგან მუხთარლის საქმეა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.