ახალი ამბებიხელოვნება

მსახიობი მერაბ ნინიძე სერიალ “Homeland”-ში მონაწილეობს

10 აპრილი, 2018 • 3778
მსახიობი მერაბ ნინიძე სერიალ “Homeland”-ში მონაწილეობს

მსახიობი მერაბ ნინიძე სერიალ “Homeland”-ის მეშვიდე სეზონში მონაწილეობს. “პირველი არხის” ინფორმაციით, მსახიობი სერიალის გადაღებებზე იმყოფება.

მერაბ ნინიძე IMDb-ზე წარმოდგენილ სერიალში მონაწილე მსახიობთა სიაში უკვე იძებნება.

ნინიძე სერიალის მეშვიდე სეზონის მეცხრე ეპიზოდში – Useful Idiot –  უკვე გამოჩნდა, თუმცა მოცემულ სერიაში, სატელეფონო საუბრის სცენაში, ჯერ მხოლოდ მისი ხმა ისმის.

მერაბ ნინიძე რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსნის როლს ასრულებს, რომელიც აგენტების დახმარებით აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მარჯვენა ხელის წინააღმდეგ მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი