ახალი ამბები

თინა ხიდაშელი: მთელი საარჩევნო კამპანია ფანტასტიკური

27 ოქტომბერი, 2013 • • 1194
თინა ხიდაშელი: მთელი საარჩევნო კამპანია ფანტასტიკური

ამის შესახებ ხიდაშელმა კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში განაცხადა:

 

“მე ჩემი ოლქიდან მოვდივარ. აზერბაიჯანული მოსახლეობაა დიდი რაოდენობით და არჩევნები ყოველთვის ყალბდებოდა. ყველაზე დიდი გამარჯვება ის არის, რომ ასეთი სუფთა არჩევნები ჩატარდა. საქართველომ გაიმარჯვა ორმაგად: გიორგიმ გაიმარჯვა და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა.”

 

ხიდაშელი, ივანიშვილი, უსუფაშვილი
ხიდაშელი, ივანიშვილი, უსუფაშვილი

ტელეკომპოანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების  68 % მიიღო.  

 

გიორგი მარგველაშვილი – 66.7%, დავით ბაქრაძე – 20.2%, ნინო ბურჯანაძე – 7.5%, შალვა ნათელაშვილი – 2.1%, გიორგი თარგამაძე – 1.1%, კობა დავითაშვილი – 0.8%, – ასეთია ორგანიზაცია GfK-ის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგი, 18:00 საათის მონაცემებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი