ახალი ამბები

უსუფაშვილი: ჩვენ ავირჩიეთ თვისობრივად სხვა პრეზიდენტი

27 ოქტომბერი, 2013 • • 1073
უსუფაშვილი: ჩვენ ავირჩიეთ თვისობრივად სხვა პრეზიდენტი

კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერების წინაშე პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით კოალიციის ოფისთან გამოვიდა: 

 

“დღეს მეორე დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ და ასეთი გამარჯვებებით ვივლით წინ. ეს გადაწყვეტილი ამბავია. ვისაც პრეტენზიები აქვს, ასე კატეგორიულები რატომ ლაპარაკობთო, იმიტომ, რომ მართალს ვსაუბრობთ, მართალს ვლაპარაკობთ. ერთმანეთი დავიცავით ჩვენ, პოლიტიკოსებმა და საქართველოს მოსახლეობამ. კოალიციას გაუმარჯოს, მის პარტნიორ ყველა პარტიას. ყველას, ვინც ამ გამარჯვებას შეხვდა.”

 

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ამ გამარჯვების ავტორი პრემიერ-მინისტრია: ” ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეგვკრიბა ლაშქარი გამარჯვებისთვის. ამ ლაშქარმა ახლა უნდა გააგრძელოს ბრძოლა ქვეყნის ასაშენებლად. გიორგის ვულოცავ დიდ გამარჯვებას. ის იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ყველას პრეზიდენტი. ეს  იქნება სწორედ ის განსხვავება, რომელიც გვინდა, რომ ვაჩვენოთ ჩვენს ქვეყანას. დღევანდელი არჩევნები იყო განსხვავებული ყველა წინა არჩევნებისგან. ასეთივე განსხვავებული  და თვისობრივად სხვანაირი პრეზიდენნტი ავირჩიეთ ჩვენ. გილოცავთ ყველას ერთად და ხვალიდან ვაგრძელებთ შრომას ჩვენი სამშობლოსთვის.”  

 

ტელეკომპოანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების  68 % მიიღო.  

 

გიორგი მარგველაშვილი – 66.7%, დავით ბაქრაძე – 20.2%, ნინო ბურჯანაძე – 7.5%, შალვა ნათელაშვილი – 2.1%, გიორგი თარგამაძე – 1.1%, კობა დავითაშვილი – 0.8%, – ასეთია ორგანიზაცია GfK-ის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგი, 18:00 საათის მონაცემებით.

  

მასალების გადაბეჭდვის წესი