საქართველოში აზიურ ფაროსანაზე არსებულ ვითარებას რუსი სპეციალისტები გაეცნობიან

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 10 აპრილს, რუსეთის მცენარეთა დაცვის  სპეციალისტები საქართველოში ჩამოვიდნენ. როგორც სააგენტოში განმარტავენ, ვიზიტის მიზანი საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით  არსებულ ვითარების გაცნობა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღებაა. სააგენტოში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ  საქართველოში რუსი სპეციალისტების  ვიზიტი 3-4 დღე გაგრძელდება.

„მავნებელთან ბრძოლის პროცესში ქართველი სპეციალისტები აქტიურად თანამშრომლობენ ყველა იმ ქვეყნის სპეციალისტთან, მათ შორის, რუსეთის ფედერაციიდან, სადაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა. არსებული გამოცდილებების გაზიარება და კოორდინირებული მუშაობა მავნებლის პოპულაციისა და აგრარული დარგისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაში დაგვეხმარება“, – აცხადებენ სააგენტოში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.