ახალი ამბები

ირაკლი ალასანია: მარგველაშვილთან აქტიურად ვითანამშრომლებ

27 ოქტომბერი, 2013 • • 1135
ირაკლი ალასანია: მარგველაშვილთან აქტიურად ვითანამშრომლებ

ალასანიას განცხადებით, ის მარგველაშვილთან აქტიურად ითანამშრომლებს: 

 

“გიორგი მარგველაშვილს ვხედავ იუსეთ პრეზიდენტად, რომელიც არ გაუშვებს არც ერთ შანსს და პოლიტიკაში ჩვენთვის გააკეთებს ყველაფერს. მთავრია, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და გვქონდეს თავდაცვითი შესაძლებლობები. მე მასთან აქტიურად ვითანამშრომლებ. წინ გვაქვს ნატოს სამიტი, იქ წარმატების მისაღწევად მთავრობის და პრეზიდენტის თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია.”

მარგველაშვილი და ალასანია
მარგველაშვილი და ალასანია

 

ტელეკომპოანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების  68 % მიიღო.  

 

გიორგი მარგველაშვილი – 66.7%, დავით ბაქრაძე – 20.2%, ნინო ბურჯანაძე – 7.5%, შალვა ნათელაშვილი – 2.1%, გიორგი თარგამაძე – 1.1%, კობა დავითაშვილი – 0.8%, – ასეთია ორგანიზაცია GfK-ის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგი, 18:00 საათის მონაცემებით.

 

ამ წუთებში კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისთან გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭრები იმყოფებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი