ახალი ამბები

კახი კალაძე :საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო შედგა

27 ოქტომბერი, 2013 • • 1131
კახი კალაძე :საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო შედგა

ამის შესახებ კალაძემ კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისთან მედიასთან საუბარში განაცხადა:

 

“ეს იყო ერთ-ერთი მისაბაძი არჩევნები დემოკრატიის კუთხით. ყცელა კანდიდატს ჰქონდა შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. ეს პროცესი იყონ სამართლიანი და დემოკრატიული. საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო შედგა. ” 

 

ტელეკომპოანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების  68 % მიიღო.  

 

გიორგი მარგველაშვილი – 66.7%, დავით ბაქრაძე – 20.2%, ნინო ბურჯანაძე – 7.5%, შალვა ნათელაშვილი – 2.1%, გიორგი თარგამაძე – 1.1%, კობა დავითაშვილი – 0.8%, – ასეთია ორგანიზაცია GfK-ის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგი, 18:00 საათის მონაცემებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი